საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა,
სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად,
უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
გასული თვის მანძილზე ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,
ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, ირანის, თურქეთის, პაკისტანის,
ერაყის, ეგვიპტის, ლიბანის, მაროკოს, ფილიპინების, იორდანიის,
ბანგლადეშის, ჩადის, კოტ-დიუარის, რუმინეთის, რუსეთის, ნიგერიისა და
სხვა ქვეყნების - ჯამში 121 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში
შემოსვლის აკრძალვა
დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი
წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე
პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს
საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის
მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების
განხორციელება.