შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ
კაბალში ჩატარებულ სპეცოპერაციას ორმხრივი
სროლის დროს ემსხვერპლა ლაგოდეხის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი მირზა
ალიევი. ის საკრებულოში 2010-2014 წლებში მუშაობდა.
„ინტენსიური ცეცხლი გახსნა სპეციალური დანიშნულების რაზმის
თანამშრომლების მისამართით. შედეგად გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა
ერთ-ერთი სპეცრაზმელი. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა
ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული“, - თქვა ბრიფინგზე „ქართული
ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა
მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე
დარახველიძემ.
დღეს, 5 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა ბრიფინგი,
რომელზეც ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ ქვეყნის მასშტაბით
ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს „ქურდულ
სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 34 ადამიანი, რომლებიც „ფინანსური
დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ“.