შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 1970 წელს დაბადებული გ.თ.
დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“
ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.