სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, არასრულწლოვანის
თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე მხილებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის
თანამშრომელი ა.ბ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
განცხადებით, სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა პირი, რომელიც
კუსტარულ საამქროში ფალსიფიცირებულ ნახევარფაბრიკატებს ამზადებდა.
სადახლოს საბაჟოზე ₾17 000-მდე ღირებულების არადეკლარირებული ოქროს
შემოტანის ფაქტი აღიკვეთა - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახურის ავრცელებს.