მარნეულის სპორტული სკოლის ინფორმაციით, მარნეულელმა მშვილდოსანმა,
სალომე ხარშილაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით
იასპარეზა და
ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
სალომემ მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ
ევროპის ზამთრის (დარბაზის) ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ქალთა
ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვერცხლის მედალი მოიპოვა.