მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი პირის
საქმეზე
საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ინფორმაცია რადიო „მარნეულს“
შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
3 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში კაცი
ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. Marneulinews.ge-ს ინფორმაციით,
ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალგაზრდა კაცი დაჭრეს, რომელიც კლინიკაშია
გადაყვანილი.
რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ
საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს რაც განზრახ
მკვლელობის
მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. რადიო „მარნეულის“ კითხვაზე,
დაკავებულია თუ არა სავარაუდო დამნაშავე შსს-ში განმარტავენ, რომ
საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
რადიო „მარნეული“