საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, 38 წლის ასაკში
17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულებას აცხადებს.
ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ივნისში რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში
ბოლოჯერ ჩაიცვამს საქართველოს მაისურს — ეს იქნება მისი 129-ე და
უკანასკნელი სანაკრებო გამოსვლა.
„მსურდა, ეს გადაწყვეტილება პირადად მეთქვა — საქართველოს
ნაკრების გულშემატკივრებისთვის, ჩემი ქომაგებისთვის და მთელი
ქვეყნისთვის. 38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და
გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების
შესახებ," — განაცხადა კაშიამ.
კაშია განსაკუთრებით გამოყოფს გუნდთან ერთად მიღწეულ უმთავრეს მიზანს
— ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, რასაც მთელი ქვეყნის დიდ ოცნებად
მოიხსენიებს. „ამ გზასთან დაკავშირებული თითოეული მომენტი ჩემთვის
ისტორიაზე მეტია," — ამბობს ის.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი, კაშიას „მონუმენტური
ფიგურა" უწოდა ქართული ფეხბურთისთვის და აღნიშნა, რომ ჯაბა კანკავას
შემდეგ კაპიტნის არჩევა მისთვის ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება
იყო.
„
როდესაც ცხოვრების ერთი ნაწილი სრულდება, აუცილებლად იწყება
რაღაც ახალი. გისურვებ ყოველივე საუკეთესოს მომავალში," —
განაცხადა სანიოლმა.