მარნეულში „დინამო თბილისის“ საფეხბურთო სკოლა დაფუძნდება, სადაც
6-დან 12 წლამდე 32 ბავშვს შეეძლება სწავლა.
მარნეულის მერიასა და დინამო თბილისს შორის ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმი 19 მარტს გაფორმდა და 31 დეკემბრამდე იქნება ძალაში.
მარნუელის მერიამ მემორანდუმის საფუძველზე შ.პ.ს. ,,საფეხბურთო კლუბი
დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლასთან“ გამარტივებული ხელშეკრულება
გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, დინამო თბილისმა უნდა უზრუნველყოს
„32 ნორჩი ფეხბურთელის პროფესიული მომზადება“.
მარნეულის
მერია დინამო თბილისს ბავშვების მომზადებისა და მინი
ტურნირებისა და ფესტივალების ორგანიზებისათვის 7 680 ლარს
გადაუხდის.
მერიასა და „დინამო თბილისს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის
მიხედვით, დინამო ვალდებულია უზრუნველყოს სპორტული ეკიპირება,
ფეხბურთელთა ჯანმრთელობის კონტროლი, მწვრთნელთა კვალიფიკაციის
ამაღლება, წარჩინებული ფეხბურთელების დინამო აკადემიაში დაწინაურება,
მინი ტურნირების მოწყობა, დინამოს სავარჯიშო მეთოდოლოგიის
დამკვიდრება, დინამოს საფეხბურთო სკოლის პროექტში ჩართული
მწვრთნელებისათვის ანაზღაურების სისტემის დანერგვა, სკოლის
ფეხბურთელების დინამოს ძირითადი გუნდის საშინაო მატჩებზე დასწრება და
დინამოს სელექციონერების მიერ სკოლის ფეხბურთელების შერჩევა.
მარნეულის მერია ვალდებულია უზრუნველყოს საფეხბურთო სკოლა საჭირო
ინფრასტრუქტურით, შესაბამისად მოუაროს სავარჯიშო და სათამაშო
მოედნებს, უზრუნველყოს სკოლა სპორტული ინვენტარით, სატელევიზიო და
სოციალური ქსელებით მხარდაჭერით და უზრუნველყოს ადგილობრივი
ტურნირების(ფესტივალების) მხარდაჭერა.