თურქეთის ნაკრებმა 24-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე
დაბრუნდა.
შესარჩევი პლეი ოფის ფინალში ვინჩენცო მონტელას გუნდმა სტუმრად 1:0
დაამარცხა კოსოვო. ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე
„ფენერბახჩეს“ ფორვარდმა
ქერემ აქთურქოგლუმ გაიტანა.
თურქეთი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე აშშ-სთან, პარაგვაისთან და
ავსტრალიასთან ითამაშებს.
C გზა
ფინალი
- კოსოვო-თურქეთი 0:1
- გოლი: 0:1 ქერემ აქთურქოგლუ (53)