მარნეულის მერიამ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებისათვის
ცხვარი (ჭედილა),
მუსიკოსების მომსახურება და თასები, მედლები და სიგელები
გამარტივებული წესით შეისყიდა.
“მოგახსენებთ რომ, ამაწლის 26 მაისს დამოუკიდებლობის
დღესთან დაკავშირებით, ტრადიცულად ტარდება საზეიმო ღონისძება,
მიმდინარე წლის ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილა სპორტული
ღონისძიებები, კერძოდ: ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი და მშვილდოსნობა.
სპორტულ ღონისძიებების სრულფასოვნად ჩასატარებლად, საჭიროა შესყიდული
იქნას მუსიკოსების (ზურნა, გარმონიო და დოლი) მომმსახურეობა,
განხორციელდეს შესყიდვა ერთი ცხვარის (ჭედილა), სპორტული თასი 15
ცალი, მედლები 65 ცალი და 70 სიგელი”. - აღნიშნულია
გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ჭედილა
ცხვარი ინდივიდუალური მეწარმე ჯამილ ხასმამედოვისაგან 675 ლარად
შეიძნა. დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ჭიდაობაში გამართულ შეჯიბრში
ნიკოლოზ ხუნძაყიშვილმა გაიმარჯვა. სწორედ ხუნძაყიშვილს გადაეცა
ჭედილა.
მერიამ ინდივიდუალურ მეწარმე მამუკა მეზურნიშვილთან გააფორმა სპორტულ
ღონისძიებაზე მუსიკოსების მომსახურების ხელშეკრულება. მერიამ სამ
მუსიკოსს, რომლებიც ზურნაზე, დუდუკსა და გარმონზე უკრავდნენ, 750 ლარი
გადაუხადა.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ასევე გამარტივებული წესით შეისყიდა
სპორტული ღონისძიებისათვის საჭირო 15 თასი, 65 მედალი და 70 სიგელი.
მერიამ თასები და სიგელები შპს “ვინდლაიფ”-სგან 1 200 ლარად
შეისყიდა.
დღეს, 26 მაისს, დამოუკიდებლობის აღსანიშნავი ღონისძიება საქართველოს
სხვა ქალაქების მსგავსად მარნეულშიც აღინიშნება.
რადიო “მარნეული”