მარნეულელი სპორტსმენი იტალიაში საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, მარნეულელმა სპორტსმენმა ილმაზ მიკაილოვმა იტალიაში გამართულ Wushu Sanda-ს საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.

სპორტსმენმა 52 კგ წონით კატეგორიაში, 15–17 წლის ასაკობრივ ჯგუფში გამართულ შეჯიბრებაზე რუმინეთისა და თურქეთის სპორტსმენები დაამარცხა და საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

2008 წელს დაბადებული ი. მიკაილოვი 2018 წლიდან არის სპორტით დაკავებული. მისი პირადი მწვრთნელები არიან

ფაიგ მამადოვი და მუსვიგ ალიევი.

სპორტსმენი 2024 წელს ბუდოს მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა, ხოლო 2025 წელს ქუთაისის ღია პირველობაზე Wushu Sanda-ში პირველი ადგილი დაიკავა. ასევე, იმავე წელს საქართველოს ჩემპიონიც გახდა.

2026 წლიდან ეროვნული ნაკრების წევრი ი. მიკაილოვი იტალიაში გამართულ საერთაშორისო Wushu Sanda-ს ტურნირზე საქართველოს ღირსეულად წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში გამართულ მე-17 საერთაშორისო Wushu ტურნირზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯამში 9 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

საბოლოო შედეგები:
  • ნიკოლოზ ნუცუბიძე – 2 ოქროს მედალი;
  • გიორგი გერმანოზაშვილი – 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი;
  • გიორგი ონიანი – 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი;
  • დავით დავითაშვილი – 1 ოქროს მედალი;
  • გიორგი ბარბაქაძე – 1 ოქროს მედალი;
  • ილმაზ მიქაილოვი – 1 ოქროს მედალი;
  • მაქსიმ ჩხვიმიანი – 1 ვერცხლის მედალი;
  • სერგო ალფაიძე – 1 ვერცხლის მედალი.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები