მარნეულის სპორტული სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჭიათურაში
ორი ლეგენდარული ქართველი მოკრივის
– თენგიზ ჩაოშვილისა და სპარტაკ ასანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ
ტურნირში მარნეულელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.
26–30 ივნისს გამართულ შეჯიბრებაში მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის
მოკრივეებმა 1 ოქროსა
და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს:
- ანრი ნავერიანი – I ადგილი (75 კგ);
- საშა გელბახიანი – III ადგილი (80 კგ);
- ცოტნე თალახაძე – III ადგილი (80+ კგ).
სპორტსმენების პირადი მწვრთნელი დავით ნავერიანია