ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის ბავშვებმა და
ახალგაზრდებმა სოფელში ფეხბურთის მოედნისა და დასასვენებელი პარკის
მოწყობის მოთხოვნით აქცია გამართეს.
მათ ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების მიპყრობის მიზნით სოფლის
ტერიტორიაზე სიმბოლური საფეხბურთო მატჩი მოაწყვეს.
ახალგაზრდების განცხადებით, სოფელში თავისუფალი დროის ნაყოფიერად
გატარებისა და სპორტით დაკავებისთვის არანაირი პირობა და
ინფრასტრუქტურა არ არსებობს.
ორგანიზებული მატჩის შემდეგ ადგილობრივი მცხოვრებლებისა და
ახალგაზრდების მიერ შეგროვებული ხელმოწერები, ოფიციალურ
განცხადებასთან
ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტს წარედგინა.
გამოცემა „Civil Reporter“-ის ინფორმაციით, დარვაზის მცხოვრებლები
ბავშვების ჯანსაღი განვითარებისა და ახალგაზრდების მავნე ჩვევებისგან
დისტანცირების მიზნით აღნიშნული პროექტის მოკლე დროში განხორციელებას
ითხოვენ.
ადგილობრივების თქმით, სოფლის საზოგადოება ყურადღებით აკვირდება, თუ
როგორ რეაგირებას მოახდენს ბოლნისის მუნიციპალიტეტი აღნიშნულ
მიმართვაზე.