მარნეულელმა სპორტსმენმა ძალოსნობის ტურნირზე მედალი მოიპოვა
მარნეულის სპორტის ისტორიაში პირველად, ადგილობრივმა სპორტსმენმა ძალოსნობის ტურნირზე მედალი მოიპოვა.

2026 წლის 26 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში მდებარე „კახი კლუბის“ ძალოსნობის დარბაზში, 13–15 წლის სპორტსმენებს შორის ტრადიციული ტურნირი -„რეკორდების დღე“ გაიმართა.

„აღნიშნულ ტურნირზე, U15 ასაკობრივ კატეგორიაში, მარნეულის სპორტული სკოლის სპორტსმენმა გიორგი გელაშვილმა წარმატებით იასპარეზა და როგორც ორჭიდის ჯამში, ისე ცალკეულ მოძრაობებში საპრიზო ადგილების მფლობელი გახდა“,

-
წერს მარნეულის სპორტული სკოლა.

+88 კგ წონით კატეგორიაში სპორტსმენმა შემდეგი შედეგები აჩვენა:

  • აკვრა - II ადგილი;
  • ატაცი - III ადგილი;
  • ორჭიდის ჯამი - III ადგილი.

სპორტსმენის პირადი მწვრთნელია ტარიელ დარბაიძე.

სპორტული სკოლის ინფორმაციით, ძალოსნობა მარნეულის სპორტული სკოლის პროგრამას ახლახან დამატებული კიდევ ერთი ოლიმპიური სპორტის სახეობაა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები