მაღალაშვილის ხიდზე ბუნებრივი აირის მილის დაწვის გამო 7 000 აბონენტს გაზის მიწოდებას 22 მაისს აღუდგენენ
22:01 / 21.05.2018
დაახლოებით ერთი საათის წინ,
მარნეულში, მაღალაშვილის ხიდზე სატვირთო მანქანა გაზის მილს გამოედო,
რამაც
ძლიერი ხანძარი გამოიწვია.
როგორც რადიო „მარნეულს“ შსს-ში განუცხადეს, სატვირთოს მძღოლი
ადმინისტრაციული წესით იქნა დაჯარიმებული.
მეხანძრეების მიერ ხანძარი მალევე იქნა ლოკალიზებული.
როგორც სოკარ ჯორგია გაზში განგვიცხადეს, 7 000 აბონიმენტს ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეუჩერდა. ძლიერი დაზიანების გამო კი აღდგენით
სამუშაოებს ხვალამდე, 22 მაისამდე ვერ დაასრულებენ.
ავარიის გამო, ქალაქ მარნეულში ელექტრო ენერგიის მიწოდება დროებით
შეზღუდული იყო.