20 წლამდე ბორჯღალოსნებმა პირველად ჯგუფურ ეტაპზე მატჩი მოიგეს - გუნდში მარნეულის რაგბის კლუბ „არმაზის“ მოთამაშეებიც არიან
20 წლამდე ბორჯღალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობის ისტორიაში პირველად ჯგუფურ ეტაპზე მატჩი მოიგეს. გუნდში მარნეულის რაგბის კლუბ „არმაზის“ მოთამაშეებიც არიან

მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა ირლანდიას 24-20 სძლია. 20 წლამდე ბორჯღალოსნების ძირითად შემადგენლობაში რაგბის მარნეულის კლუბ „არმაზის“ მოთამაშე სანდრო სვანიძეც არის.

მარნეულის „არმაზიდან“ რამდენიმე მოთამაშე ასევე, გადაჯგუფებაში შედის- გია ხარაიშვილი, თენგიზ გიგოლაშვილი და ლუკა დვალიშვილი.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, პირველი და მეორე ადგილები საფრანგეთმა და სამხრეთ აფრიკამ გაინაწილეს.

ბოლო ადგილზე კი ირლანდიის ნაკრებია. საქართველოს 20 წლამდე ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს.

Print