სიახლე
16 წლის გარდაცვლილი მოზარდის დაკრძალვის ხარჯებს თვითმმართველობა გაიღებს
მარნეულის საკრებულოს გადაწყვეტილებით, წერეთელში გარდაცვლილი 16 წლის სპორტსმენის დაკრძალვის ხარჯებს თვითმმართველობა გაიღებს. აღნიშნული ინფორმაცია დღეს, 16 ნოემბერს, საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
2002 წელს დაბადებული მოზარდი 14 ნოემბერს, სტადიონზე ვარჯიშის დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.  მარნეულის სარაგბო კლუბ „არმაზის“ სპორტსმენების სიაში ირიცხებოდა. მარნეულის ტელევიზიასთან საუბრისას „არმაზის“ მენეჯერმა ზურაბ პინაიშვილმა თქვა, რომ ის სამედიცინო ექსპერტს ესაუბრა და წინასწარი მონაცემების საფუძველზე, ბიჭს ორგანიზმი გამოფიტული ჰქონდა.

„მარტო დატვირთვის ბრალიც არ არის, შეიძლება ნებისმიერ დროს, ფიზკულტურის გაკვეთილზეც მოსვლოდაო, ორგანიზმი ჰქონია დასუსტებული“ - ამბობს პინაიშვილი

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას გარდაცვლილი ბიჭის მეზობლები გარდაცვალების მიზეზად ზოგად სისუსტეს ვერ ასახელებენ და ამბობენ, რომ ოჯახს საჭმლის პრობლემა არ ჰქონდა, მამაც მუშაოდა და ოჯახური მეურნეობითაც იყვნენ დაკავებულები. ბიჭმა 9 კლასის ატესტატი აიღო და სკოლიდან გამოვიდა.  მართალია, დედა შვილებთან არ ცხოვრობდა, თუმცა მოზარდის პროფესიულ განათლებაზე ზრუნავდა, რისთვისაც ხელობის შესწავლა გადაწყვიტა და თანხას თავად უხდიდა.

ოჯახი სოციალურ დახმარებასაც იღებს.

რადიო "მარნეული"
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს, 21 მარტს ნოვრუზ
ბაირამობის დღესასწაული აღინიშნება.
15:26 / 21.03.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს, 21 მარტს ნოვრუზ ბაირამობის დღესასწაული აღინიშნება.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა
რეხვიაშვილმა მარნეულელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული
მიულოცა.
14:50 / 21.03.2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მარნეულელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
ნოვრუზ ბაირამის ზეიმი ამ დროისთვის მარნეულის ცენტრში იმართება.
12:44 / 21.03.2019
ნოვრუზ ბაირამის ზეიმი ამ დროისთვის მარნეულის ცენტრში იმართება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები,
სავარაუდოდ, 19 მაისს
12:27 / 21.03.2019
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სავარაუდოდ, 19 მაისს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში 30
კაკლის ხე მოჭრეს.
21:35 / 20.03.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში 30 კაკლის ხე მოჭრეს.
დღეს, 20 მარტს, მარნეულის „დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისის ორგანიზებით შეხვედრა
გაიმართა თემაზე - „სახელმწიფო სერვისები გენდერული თანასწორობის
პოლიტიკის განხორციელებისთვის“.
16:56 / 20.03.2019
დღეს, 20 მარტს, მარნეულის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა თემაზე - „სახელმწიფო სერვისები გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებისთვის“.
მარტის დასაწყისში რადიო „მარნეულს“ ეწვია დელეგაცია ამერიკის
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვაშინგტონის
ოფისიდან, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში
იმყოფებოდა დახმარების პროგრამების შესაფასებლად და სამომავლო
პრიორიტეტების დასასახად.
16:09 / 20.03.2019
მარტის დასაწყისში რადიო „მარნეულს“ ეწვია დელეგაცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვაშინგტონის ოფისიდან, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა დახმარების პროგრამების შესაფასებლად და სამომავლო პრიორიტეტების დასასახად.