22 დეკემბერს მარნეულში ძიუდოს ჩემპიონატი გაიმართება
მარნეულშ ხვალ, 22 დეკემბერს, „თენგიზ ნავერიანის სახელობის საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატი - ძიუდოში“ გაიმართება.

ჩემპიონატი „ათა-ჰოლდინგის“ სპორტულ ცენტრში, 10:00-დან 19:00 საათამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას 2001-2003 წლებში დაბადებული, საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში შემავალი და უცხოეთიდან მოწვეული კლუბების წევრი, ძიუდოისტი ვაჟები მიიღებენ.

თენგიზ ნავერიანის სახელობის საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო თანხად განსაზღვრულია 30 000 ლარი.

რადიო "მარნეული"


Print