ბოლნისის “სიონმა ” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
ეროვნულ ლიგა 1-ში დარჩენილმა ბოლნისის “სიონმა” დღეს ახალწვეულები წარადგინა და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა.
თემურ შალამბერიძის გუნდმა დღეს მუხიანის საწვრთნელ ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართა. “სიონის” რიგებში შვიდი ახალი ფეხბურთელია. მომდევნო სეზონის განმავლობაში, ბოლნისელთა ღირსებას – მეკარე ლევან ისიანი, თავდამსხმელი თამაზ მაქაცარია, ნახევარმცველები – ანზორ სუხიაშვილი, დავით რაჟამაშვილი, თორნიკე თარხნიშვილი, მცველები – არჩილ ტვილდიანი და ნიკოლოზ აფაქიძე დაიცავენ.

“სიონი” იანვრის ბოლომდე თბილისში მოემზადება, შემდეგ კი ანტალიაში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ეროვნული ლიგის პირველი ტურის შეხვედრას ბოლნისის “სიონი” სტუმრად, ქუთაისის “ტორპედოს” წინააღმდეგ გამართავს.

წყარო: tv4.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები