სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც თასმებს თავად კრავს
მსოფლიოს წამყვანმა სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ Nike-მა ინოვაციური ფეხსაცმელი წარადგინა, რომლებიც თასმებს თავად იკრავენ, მისი კონტროლი კი სმარტფონიდან არის შესაძლებელი.

Nike Adapt BB - ეს არის ფეხსაცმელი, რომელსაც კომპანია „თასმის ძალას“ ეძახის, რომელსაც მსუბუქად თუ მოუჭერთ, შეკვრას მომხმარებელი საკუთარი სმარტფონის აპლიკაციით აკონტროლებს.

კალათბურთისთვის შექმნილი ფეხსაცმელი შეგიძლიათ ასევე დააპროგრამოთ და დაამახსოვრებინოთ სხვადასხვა ფუნქციები, რომელსაც მომხმარებელი სხვადასხვა სიტუაციაში გამოიყენებს, მათ შორის, თავად მიხვდნენ, როგორ იყვნენ შეკრულები თამაშისა თუ შესვენების დროს.

მომხმარებელს ასევე შეუძლია ფეხსაცმლის განათების მართვაც და პერიოდულად განახლება. კომპანიის განცხადებით, მათ პერიოდულად დატენვაც დასჭირდებათ და დასატენი მოჰყვება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალ ტექნოლოგიებს ფეხსაცმლის სხვა მოდელებშიც დანერგავენ.






წყარო: bpn.ge
Print ელ. ფოსტა
თეგები: nike
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები