იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
14:05 / 18.03.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის,
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1968 წელს დაბადებული
გ.ს. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი
მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად
ამოიღო დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა: "აკს"-ის მოდელის
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 16 მჭიდით, სხვადასხვა კალიბრის 939
საბრძოლო ვაზნა, 7 კაფსულ-დეტონატორი, 9 ასაფეთქებელი ზონარი, 2
შეკვრა "ამონალი" და "ტროტილის" 6 შეკვრა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი
მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით
მიმდინარეობს.