მარნეულელი მწვრთნელი მსოფლიო სუდოს ფედერაციის სერტიფიკატით დაჯილდოვდა
მსოფლიო სუდოს
ფედერაციის მიერ მარნეულელი მწვრთნელი,
„მუაითაი“- ს და „სავატე“- ს ფედერაციის
ვიცე-პრეზიდენტი, ფაიგ მამედოვი სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
ამის შესახებ ინფომაციას მამედოვი თავის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე
ავრცელებს. ამბობს, რომ ის „ბრანჯ“-ის სერტიფიკატით და ასევე „სუდო“ს
საქართველოს წარმომადგენელის სტატუსით დაჯილდოვდა.
მამედოვმა სპორტსმენებს მოუწოდა მათ ფედერაციაში გაერთიანდნენ და
მსოფლიო არენებზე "K-1" და "MMA"-ს შეჯიბრებში მიიღონ
მონაწილეობა.