ბაქოს მინიშნებით, „არსენალში“ მოთამაშე სომეხ ფეხბურთელს ევროპის ლიგის ფინალში მონაწილეობისთვის ქვეყანაში შეუშვებენ
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინიშნება გააკეთა, რომ საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ მოთამაშე ჰენრიხ მხიტარიანი ითამაშებს ევროპის ლიგის საფინალო მატში, მაისი ბოლოს, ბაქოში, მიუხედავად ხანგძლივი დაპირისპირებისა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, საიდანაც არის ფეხბურთელი.

სამინისტროს წარმომადგენელმა, ლეილა აბდულაიევამ ასოშიეიტედ პრესს ათ მაისს უთხრა, რომ „ბევრი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა ჩატარებულა აზერბაიჯანში და სომეხი სპორტსმენები იღებენ ხოლმე მათში მონაწილეობას. სპორტი და პოლიტიკა გაყოფილია“, თქვა მან.

მხიტარიანის „არსენალი“ 29 მაისს ხვდება ბაქოში „ჩელსის“ , უეფას ევროპის ლიგის ფინალში. თამაში გაიმართება ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე, რომელიც 69 ათასამდე მაყურებელს იტევს. აზერბაიჯანში ამ გათამაშების მატჩი პირველად ტარდება.

არსენალმა განაცხადა, რომ მას უეფასგან სურს გარანტია იმისა, რომ მხიტარიანი შეძლებს ბაქოში ჩასვლას და ამ მატჩის თამაშს. სომეხი ფეხბურთელი ბაქოში არ ჩავიდა ამ სეზონის ადრეულ ეტაპზე, როცა თამაშები ჯგუფებში იმართებოდა.

უეფამ განაცხადა 10 მაისს რომ აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის გარანტია აქვს, მაგრამ არ უხსენებია, არსებობს თუ არა ასეთი გარანტია მთავრობის მხრიდანაც.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები