კრივი - სახილ ალახვერდოვი ვერცხლის მედლის მფლობელია | მინსკი 2019 [ვიდეო]
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ
თამაშებზე საქართველომ კიდევ ერთი ვერცხლის მედალი
მოიპოვა.
49 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე სახილ ალახვერდოვმა
ფინალში სომხეთის წარმომადგენელ არტურ ჰოვანესიანთან 1-4 წააგო და
ოქროს მედალი ხელიდან გაუშვა, თუმცა საქართველოს მინსკის თამაშებზე
29-ე მედალი მოუტანა.
მედლების საერთო რაოდენობით, საქართველო ამჟამად მეხუთე ადგილზეა.