მერია მარნეულის ორგანიზაციებისათვის მინი ფეხბურთის შეჯიბრს გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტი რაიონში მომუშავე ორგანიზაციებისათვის მინი ფეხბურთის შეჯიბრს გამართავს.

შეჯიბრი, 23 სექტემბერს, ევროპის სპორტული კვირეულის ფარგლებში გაიმართება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ორგანიზაციების გუნდებს შეეძლებათ.

აღნიშნული ინფორმაცია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დღეს, 13 სექტემბერს, გამოქვეყნდა.

მერიის განცხადების მიხედვით, ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი, მარნეულის მუნიციაპლიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაში ან გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები