საქართველოს სპორტსმენები იტალიაში ჩასატარებელი შეჯიბრისთვის ემზადებიან

საქართველოს სპორტსმენები იტალიაში ჩასატარებელი შეჯიბრისთვის ემზადებიან



შეჯიბრი დეკემბერში, იტალიის დედაქალაქ რომში ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „გიორარხის“ სპორტული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა და ორგანიზაცია WFMC-საქართველოს უფროსმა ტოფიგ აკბეროვმა გვითხრა.

მისი თქმით, ამ შეჯიბრში 10-მდე სპორტსმენის მოანწილეობას გეგმავენ და იმედოვნებს, გაამრჯვებას აუცილებლად მოიპოვებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სპორტსმენებმა 18-20 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ნორდჰორნში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალით მოიპოვეს. შეჯიბრი მსოფლიო ბრძოლის სახეობების ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

 

Print