საქართველოს სპორტსმენები “Thai Fight 2019”-ში მიიღებენ მონაწილოებას
საქართველოს სპორტსმენი ტოფიგ აბდულაევი, 23 ნოემბერს, ტაილანტის ქალაქ სომდეთში დაგეგმილ “Thai Fight 2019”-ში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სპორტული კლუბ „გიორარხის“ მთავარმა მწვრთნელმა და WFMC საქართველოს ორგანიზაციის უფროსმა ტოფიგ აკბეროვმა განაცხადა.

მისი თქმით, ტოფიგ აბდულაევი WFMC საქართველოს პროფესიონალი სპორტსმენია. იგი 70 კგ წონით კატეგორიაში, პროფესიონალებს შორის იბრძოლებს.

„“Thai Fight”-ში დაპატიჟებული პირები საკმაოდ ცნობილი სპორტსმენები არიან. თუ ტოფიგ აბდულაევი ამ შეჯიბრში გაიმარჯვებს ფინალში ცნობილი სპორტსმენი სენჩჰაი შეხვდება. სენჩჰაი 70 კგ წონით კატეგორიაში პლანეტის ყველაზე ძლიერი სპორტსმენია. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი სპორტსმენი ამ შეჯიბრზე გაიმარჯვებს და ფინალში მოხვდება. მე ტოფიგს ვუსურვებ წარმატებას ამ შეჯიბრზე და იმედი მაქვს რომ წარმატებით იასპარეზებს“ - ამბობს ტოფიგ აკბეროვი

ტოფიგ აკბეროვმა ისიც აღნიშნა, რომ დაგეგმილ შეჯიბრზე ტოფიგ აბდულაევის მოწინააღმდეგე არგენტინელი სპორტსმენი ალეჰანდრო ამლჯუჯჯი იქნება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები