მარნეულის ყოფილი მერი სპორტდარბაზში (+ ვიდეო)
მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა, იუთუბზე ვარჯიშის მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს თუ როგორ ვარჯიშობს ის სპოტდარბაზში .



„რაც უფრო ბევრს აკეთებ, მით უფრო მეტი შეგიძლია“ - წერს აბაზოვი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე 



რამდენიმე კვირაა, რაც ყოფილი მერი, რომელიც არაადამიანურ მოპყრობაშია ბრალდებული, საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

თემურ აბაზოვი მარნეულის მერი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გახდა. თემურ აბაზოვს მარნეულის მერის თანამდებობა რვა თვის განმავლობაში ეკავა.

14 ივნისს პროკურატურამ ბრალი მარნეულში მცხოვრები ელჩინ ალაჰვერდიევის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი ქმედების გამო წაუყენა. აბოზოვი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მის საქმესთან დაკავშირებული საგამოძიებო პროცესები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები