წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები რუსეთთან დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის
ჩემპიონატის მერვედფინალში რუსეთის ეროვნულ გუნდთან 13:14
დამარცხდა.
ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ფაბიო ბარალდი და
მარკო ელაჩა იყვნენ, რომელთაც 3-3 ბურთი გაიტანეს.
რევაზ ჩომახიძის მომზადებული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას
განაგრძობს და 22 იანვარს მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის თურქეთის
გუნდს შეხვდება. თურქების დამარცხების შემთხვევაში კი საქართველოს
ნაკრების მეტოქე გერმანია-რუმინეთის წყვილში გამარჯვებული იქნება.
წყარო: imedinews.ge