საქართველოს თასის ფინალი გადაიდო
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს თასის ფინალში მონაწილე გუნდებიდან, ერთ-ერთის წევრთა უმრავლესობას კორონავირუსი დაუდასტურდა და ამის გამო, შეხვედრა გადაიდო.

„დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელიც 25 ნოემბერს გორში უნდა გამართულიყო, ფინალის მონაწილე ერთ-ერთი გუნდის წევრთა უმრავლესობის კორონავირუსით ინფიცირების გამო, მატჩის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაიდო.

​მატჩი 4 დეკემბერს, 16:00 საათზე კვლავ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები – წყალტუბოს „სამგურალი“ და „გაგრა“ დაუპირისპირდებიან“,
– წერია ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები