მარნეულელ სპორტსმენ ლუკა კაპანაძეს მერია ფულადი თანხით წაახალისებს
დღეს, 7 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველად სულ სამი საკითხი იყო გამოტანილი.

ერთ-ერთი საკითხი მარნეულელი ახალგაზრდა ძიუდოისტის ლუკა კაპანაძის წახალისებას ეხებოდა.

მარნეულის საკრებულოს წევრმა ბესო გეგენიძემ განმარტა, რომ ლუკა კაპანაძემ 2020 წლის 4-6 ნოემბერს ხორვატიაში გამართულ ძიუდოს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.

საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლუკა კაპანაძეს და მის მწვრთნელს წახალისების მიზნით ფულადი თანხა გადასცეს.

სპორტსმენს მარნეულის მერია 1 500 ლარს გადასცემს, ხოლო მის მწვრთნელს 750 ლარს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google