საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირში აზერბაიჯანელმა სპორტსმენმა გაიმარჯვა
სწრაფ ჭადრაკში გამართულ საერთაშორისო ტურნირში Airthings Masters, რომელიც "ჭადრაკის ჩემპიონთა ტურის" ფარგლებში გაიმართა, გამარჯვებული გამოვოვლინდა. აზერბაიჯანის წარმომადგენელმა ტეიმურ რაჯაბოვმა ფინალში სომეხ მოჭადრაკეს ლევონ არონიანს სძლია.

ონლაინ ტურნირის ფინალურ ეტაპზე აზერბაიჯანელმა სპორტსმენმა ანგარიშით 2,5:1,5 მოიგო. საპასუხო შეხვედრა კი ანგარიშით 2:1 დაასრულა.

ფინალი ორი შეხვედრისგან შედგებოდა, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. თითოეული მატჩი ოთხი პარტიით იყო დაკომპლექტებული.

ტურნირის საპრიზო ფონდი 200 000 აშშ დოლარი იყო, საიდანაც გამარჯვებულმა $60 000 მიიღო.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები