მარნეულელი სპორტსმენების წარმატება ტაეკვანდოს ჩემპიონატზე (FOTO)
მარნეულელმა სპორტსმენებმა 4-6 ივნისს, ქალაქ ბათუმში ჩატარებულ ტაეკვანდოს ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვეს. სპორტსმენებმა 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალი მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო მარნეულთან საუბრისას სპორტსმენმა და მწვრთნელმა მუშვიგ ალიევმა განაცხადა. მისი თქმით, შეჯიბრზე 20 სპორტსმენი იღებდე მონაწილეობას. მათგან 12-მა გამარჯვება მოიპოვა.

„შეჯიბრზე მარნეულს ერთი გუნდი წარსდგა. ტურნირზე 20 სპორტსმენი იყო ჩართული. ჩემი, სამირ ბედიევის და ზაზა უმპრიანის სპორტსმენები იყვნენ ჩართულნი. ძალიან მიხარია, რომ ჩემი მოზარდები ამ შეჯიბრიდან მედლებით ჩამოვიდნენ. ჩვენ შევეცდებით, რომ უფრო მეტ წარმატებებს მივაღწიოთ“.

აღსანიშნავია, რომ მუშვიგ ალიევი და სამირ ბედიევი , კარატეს და კიგ-ბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტ ფაიგ მამედოვის მოსწავლეები არიან.

სპორტსმენების სია, რომლებმაც მედალი მიიღეს:
  1. თარხან ქერიმოვი (36 კგ) - I ადგილი
  2. ნიკოლოზ კვანჭიანი (27 კგ) - II ადგილი
  3. ელდენიზ ნოვრუზოვი (36 კგ) - II ადგილი
  4. ნურხან აბასოვი (78 კგ) - II ადგილი
  5. ამილ ქეშკალოვი (27 კგ) - III ადგილი
  6. გურთარილან ალახვერდიევი (37 კგ) - III ადგილი
  7. ონურ ბედიევი (40 კგ) - III ადგილი
  8. რევან ფელენგოვი (44 კგ) - III ადგილი
  9. Iისმეთ აზიზბექოვი (49 კგ) - III ადგილი
  10. თუნჯაი ნაჯაფოვი (45 კგ) - III ადგილი
  11. ელგუნ აივაზოვი (63 კგ) - III ადგილი
  12. რამაზან აბდულაევი (74 კგ) - III ადგილი

 


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები