ყაზახეთში გასამართ ტურნირში მარნეულელი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას
7 აგვისტოს ყაზახეთის ქალაქ ალმატაში "K-1" სახეობაში "Alash Pride Gran -Prix 67" ტურნირი ჩატარდება. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას კარატესა და კიკბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტმა ფაიგ მამედოვმა განაცხადა, რომ შეჯიბრში მონაწილეობას მისი სტუდენტი ელნურ გულიევი მიიღებს.

„ამ შეჯიბრზე ჩვენც მივიღეთ მოწვევა. ღმერთის წყალობით ამ შეჯიბრიდან გამარჯვებით დავბრუნდებით. საქართველოს და მარნეულის სახელს ავამაღლებთ. მე ჩემი სტუდენტის მჯერა" - ამბობს ფაიგ მამედოვი

სპორტსმენი ელნურ გულიევი გახარებულია რადგან შეჯიბრში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა. იმედოვნებს, რომ ტურნირიდან გამარჯვებული დაბრუნდება.

„მე უფრო ვცდილობ, რომ ამ შეჯიბრში გავიმარჯვო. ახლა უფრო მეტს ვვარჯიშობ"- გვითხრა ელნურ გულიევმა

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში ელნურ გულიევის მოწინააღმდეგე ყაზახი სპორტსმენი გალიმჯან კანაევი იქნება.

რადიო „მარნეული“




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები