ფეხბურთელი გოგოები მარნეულიდან
მარნეულის სოფელ წერეთელში მცხოვრებმა გოგოებმა საფეხბურთო გუნდის შექმნა საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტეს.

ფეხბურთელი გოგოები ამბობენ, რომ მათ გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილი სტერეოტიპულად უყურებდა.

"ძალიან ბევრჯერ მქონია შემთხვევა, რომ მივსულვარ სტადიონზე და უთქვამთ, აი შენ გოგო ხარ და მაგიტომ სხვას ვირჩევ, რადგან ბიჭიაო. რა გინდა სტადიონზე, გოგო ხარ, გადი დაგვაცადე თამაშიო, მაგრამ მომხდარა ისე, რომ მითამაშია, მათ შესაძლებლობებს გავცდენილვარ მიუხედავად იმისა, რომ გოგო ვარ და ეს სტერეოტიპი იმ გარემოებაში, ალბათ, დამიმსხვრევია და კიდევ მომავალში ბევრჯერ დავამსხვრევ, არა მარტო მე, არამედ სხვა გოგოებიც". - ამბობს მარიამ კევლიშვილი 

{{VIDEO}}
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები