მარნეულში მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი ტარდება
დღეს, 12 ნოემბერს, მარნეულში მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორმა მამუკა ნავერიანმა განაცხადა, რომ ჩემპიონატი საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის სპორტული სკოლის ორგანიზებით იმართება.

„ჩვენ ვმასპინძლობთ საქართველოს ჩემპიონატს მშვილდოსნობაში, ორ ასაკობრივ ჯგუფში, ახალგაზრდებსა და დიდებში. მონაწილეობას იღებს საქართველოს მასშტაბით ყველა გუნდი. ჩამოდის ბათუმი, ქუთაისი იქნება, თბილისის არაერთი გუნდი, ბუნებრივია მარნეულის გუნდიც მივიღებთ მონაწილეობას. შეჯიბრი ტარდება როგორც გოგონებში, ასევე ბიჭებში, პარამშვილდოსნები იღებენ ასევე მონაწილეობას და მიდნა გითხრათ, რომ აღნიშნული შეჯიბრი გახდება ტრადიციული მარნეულისთვის, ვინაიდან მშვილდოსნობის გუნდი მარნეულში საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მშვილდოსნები გარკვეულ შედეგს აჩვენებენ საქართველოს ჩემპიონატზე“. - განაცხადა მამუკა ნავერიანმა

მშივლდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი თამარისის ახლადგახსნის სპორტულ ცენტრში იმართება. როგორც მამუკა ნავერიანმა განაცხადა, სპორტული ცენტრი საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ვინაიდან შეჯიბრში 18 მეტრიან დისტანციაზე ტარდება, ხოლო აღნიშნული სპორტული ცენტრი ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ჩემპიონატის პირველ დღეს მონაწილეების წილისყრა ჩატარდება. 13-14 ნოემბერს შეჯიბრის ძირითადი ეტაპი გაიმართება, ხოლო 15 ნოემბერს გამარჯვებულებს საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვებენ.

მშვილდოსნობაში საქართვლოს ჩემპიონატის ყურება მსურველებს ადგილზევე შეეძლებათ. ნავერიანის განმარტებით, ჩემპიონატის განმავლობაში მკაცრად იქნება დაცული კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეკომენდაციები.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები