ლიანა ჯოჯუამ UFC-ში მეოთხე ბრძოლა გამართა და მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა
ლიანა ჯოჯუამ UFC-ში მეოთხე ბრძოლა გამართა.

ქართველმა მებრძოლის მეტოქე ამერიკელი კორტნი კეისის იყო, რომელსაც ჯოჯუასთან შეხვედრამდე კარიერაში ცხრა გამარჯვება და ცხრა მარცხი ჰქონდა.

ბრძოლის სამივე რაუნდი ამერიკელი სპორტსმენის უპირატესობით წარიმართა და მსაჯთა შესაბამისი გადაწყვეტილებით დასრულდა – (30:27, 30:27, 30:27) კორტნი კეისის სასარგებლოდ.

ლიანა ჯოჯუამ UFC-ში მესამე შეხვედრა დათმო და შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები