გარდაბნელი სპორტსმენი სტამბოლში გამართულ შეჯიბრზე მონაწილეობას მიიღებს
თურქეთის ქალაქ სტამბოლში 20 ნოემბერს "ონჯუ ფაიტის" კუბოკისთვის კიგბოქსინგის შეჯიბრი გაიმართება. აღნიშნულ შეჯიბრში გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სპორტსმენი ელნურ ვალიევიც მიიღებს მონაწილეობას. ვალიევი ამ შეჯიბრზე აზერბაიჯანელთა სპორტსმენების კავშირის მხარდაჭერით გაემგზავრება, ამის შესახებ კავშირის თავმჯდომარემ ტოფიგ აკპეროვმა რადიო ,,მარნეულს“ განუცხადა. მისი თქმით შხვედრა ნუსრატ ონჯუს ორგანიზებით ჩატარდება.

,,ამ შეჯიბრზე საქართველოდან ერთი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ეს არის 17 წლის გარდაბნელი ელნურ ვალიევი. ეს იქნება ახალგაზრდებს შორის პროფესიონალური ბრძოლა და სპორტსმენები სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღებენ მონაწილეობას. თუ ელნური ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს მისი კარიერისთვს ძალიან კარგი იქნება, ამ ეტაპზე ის ბ კატეგორიაზე ბრძოლობს და წარმატების შემთხვევაშო ა კატეგორიაზე გადაინაცვლებს“, - განაცხადა აპკეროვმა

ელნურ ველიევი სტამბულში მთავარი მწვრთნელთან ჰაჯი ველიევთან ერთად მიემგზავრება.

სტამბოლში ჩატარებული ჩემპიონატი თურქეთის კიგბოქსინგის ფედერაციის მხარდაჭერით, ქალაქ სტამბოლის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში "ესენლერ" სპორტ კომპლექსში და "მეჰმეტ ოჯალანის სპორტ დარბაზში გაიმართება

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google