მარნეულელი სპორტსმენი თავისუფალი ჭიდაობის ტურნირიდან მედლით დაბრუნდა
20-21 ნოემბერს ქალაქ თბილისში, თავისუფალი ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონ ზარიბექ ბერიაშვილის სახელობის, ტურნირი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობას მარნეულელი სპორტსმენებიც ღებულობდნენ.

51 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რამილ ბაირამოვი მარნეულში მედლით დაბრუნდა. მან მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მიიღო. მარნეულის სპორტული სკოლის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტურნირში მონაწილეობას 2005-2007 წლებში დაბადებული სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.

200-მდე სპორტსმენისათვის პრიზი 10 წონით კატეგორიაში თამაშდება.

მსოფლიო ჩემპიონ ზარიბექ ბერიაშვილის სახელობის ტურნირი საქართველოში, ქალაქ თბილისში, გაიმართა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები