მარნეულელმა სპორტსმენებმა ძიუდოში საპრიზო ადგილები მიიღეს
მარნეუულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა, თბილისში გამართულ, ისიდორე მჭედლიძის ხსოვნისადმი მიძღნილ ოცდამერვე რესპუბლიკური ტურნირზე ძიუდოში , საპრიზო კატეგორიები მოიპოვეს. როგორც რადიო ,,მარნეულს" სპორტულ სკოლაში უთხრეს, სპორტსმენებმა პორველი, მეორე და მესამე ადგილები მოიპოვეს.

,,შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს მარნეულის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა. დაიკავეს საპრიზო ადგილები. პირველი ადგილები მოიპოვეს სეიმურ ალიევმა და ბექა ჭკადუამ. მეორე საპრიზო კატეგორია თემო ბაბლუანმა, ნიკა დევდარიანმა და ლუკა ნავერიანმა დაიკავეს. მესამე ადგილები კი, ნიკა ბურნაძემ, ოთო ბარბაქაძემ და ჰუსეინ კასუმოვმა".-თქვეს სპორტულ სკოლაში.

აღნიშნულ ტურნირზე 2008-2009წ და 2010-2011 წლებში დაბადებული სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები