მარეთის სპორტულ მოედანზე მინიფეხბურთში მარნეულის ვაჟთა ტურნირი გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის რომან ზოიძის სახელობის შულავერის N1
საჯარო სკოლის ,,სამოქალაქო კლუბისა" და ეკოკლუბ ,,გამონათების"
წევრთა ორგანიზებით
, მარეთის სპორტულ მოედანზე, მინიფეხბურთში მარნეულის ვაჟთა ტურნირი
გაიმართა. რომელიც სიმბოლურად სკოლაში აღზრდილი ეროვნული გმირის,
რომან ზოიძის სახელს ატარებდა.
აღნიშნულ ტურნირში მარნეულის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის გუნდი
იღებდა მონაწილეობას:
1. რომან ზოიძის სახელობის შულავერის #1 საჯარო სკოლა
2. არაფლოს საჯარო სკოლა
3. დიოკნისის საჯარო სკოლა
4. დაშტაფის საჯარო სკოლა
5. მარადისის საჯარო სკოლა
6. მარნეულის #2 საჯარო სკოლა
7. ხიხანის საჯარო სკოლა
8. შულავერის #2 საჯარო სკოლა.
ტურნირის ბოლოს დააჯილდოვეს ყველა მონაწილე გუნდი.. პირველ ადგილზე
გავიდა მარადისის საჯარო სკოლის გუნდი, მეორეზე- მარნეულის #2 საჯარო
სკოლის გუნდი, მესამეზე კი- ხიხანის საჯარო სკოლის გუნდი.