მარეთის სპორტულ მოედანზე მინიფეხბურთში მარნეულის ვაჟთა ტურნირი გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის რომან ზოიძის სახელობის შულავერის N1 საჯარო სკოლის ,,სამოქალაქო კლუბისა" და ეკოკლუბ ,,გამონათების" წევრთა ორგანიზებით , მარეთის სპორტულ მოედანზე, მინიფეხბურთში მარნეულის ვაჟთა ტურნირი გაიმართა. რომელიც სიმბოლურად სკოლაში აღზრდილი ეროვნული გმირის, რომან ზოიძის სახელს ატარებდა.
აღნიშნულ ტურნირში მარნეულის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის გუნდი იღებდა მონაწილეობას:

1. რომან ზოიძის სახელობის შულავერის #1 საჯარო სკოლა
2. არაფლოს საჯარო სკოლა
3. დიოკნისის საჯარო სკოლა
4. დაშტაფის საჯარო სკოლა
5. მარადისის საჯარო სკოლა
6. მარნეულის #2 საჯარო სკოლა
7. ხიხანის საჯარო სკოლა
8. შულავერის #2 საჯარო სკოლა.

ტურნირის ბოლოს დააჯილდოვეს ყველა მონაწილე გუნდი.. პირველ ადგილზე გავიდა მარადისის საჯარო სკოლის გუნდი, მეორეზე- მარნეულის #2 საჯარო სკოლის გუნდი, მესამეზე კი- ხიხანის საჯარო სკოლის გუნდი.



Print