მარნეულის მუნიციპალიტეტი კრივში საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ატა-ჰოლდინგ ცენტრში დღეიდან, კრივში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატი დაიწყო . როგორც რადიო ,,მარნეულს მარნეულის სპორტულ სკოლაში უთხრეს, აღიშნულ შეჯიბრზე 14 მარნეულელი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.

,, 3-8 მაისს , მარნეულის მუნიციპალიტეტი ტრადიციულად მასპინძლობს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს 2008-2009 წლებში დაბადებულ მოკრივეთა შორის. აღსანიშნავია, რომ მარნეულის კრივის ისტორიაში, პირველად იასპარეზებს გოგონა მოკრივე, 40 კგ წონით კატეგორიაში, ნარმინ ბაირამოვა, რაც შეეხება დანარჩენებს:
- ჯეირან ჟორჟოლიანი
-ცოჯან აბასოვი
-თახმაზ გასანოვი
- მიხაილ გოგიანი
- აჟდარ ალიევი
-გიორგი მირზოიანი
- ფარიდ გუსეინოვი
- შაკო ჩანქსელიანი
- როიალ ბადალოვი
-იუსუფ ასკეროვი
-ზულფიგარ მუსტაფაევი
- ფაშა გოჯაევი
-ფაზილ სულთანოვი ". -


როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლაში გვითხრეს, ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს 28 მუნიციპალიტეტის 170-მდე მოკრივე.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები