ფაიგ მამედოვი საქართველოში არაოლიმპიური სპორტის სახეობში მოქმედი ორგანიზაცია "MAZBATA"-ს პრეზიდენტად აირჩიეს
"საიოკანის" ფედერაციის პრეზიდენტი ფაიგ მამედოვი თურქეთში არაოლიმპიური სპორტის სახეობებში მოქმედი ორგანიზაცია "MAZBATA"-ს საქართველოს ფილიალის პრეზიდენტად აირჩიეს. ინფორმაცია ფაიგ მამედოვმა დაგვიდასტურა და განაცხადა, რომ შეეცდება მასზე დაკისრებული მოვალეობა ღირსეულად შეასრულოს.

"საქართველოში ჩატარდა შეჯიბრები. აღნიშნულ შეჯიბრებებზე თურქეთიდანაც ჩამოვიდნენ. იმ დროიდან მქონდა მათთან კავშირი. იმ დროიდანვე მითხრეს რომ როგორც თურქი საქართველოს მკვიდრისათვის კარგი იქნებოდა ამ ორგანიზაციის პრეზიდენტობა ჩემთვის შემოეთავაზებინათ. მეც დავთანხმდი. ძალიან მიხარია რომ 3 მაისს, თურქობის დღესასწაულზე, ოფიციალურად გავხდი პრეზიდენტი" - აცხადებს ფაიგ მამედოვი


ფაიგ მამედოვის თქმით აღნიშნული ორგანიზაცია კარატეს, კიქბოქსინგს, ტაეკვანდოს და კუნგფუს სლორტულ სახეობებს აერთიანებს.

აღსანიშნავია რომ 2022 წლის 5 სექტებრიდან 12 სექტემბრამდე არაოლიმპიური სპორტის სახეობებში, სტამბოლში, პროფესიულ შეჯიბრები ჩატარდება. შეჯობრში მონაწილეობას საქართველოს სპორტსმენებიც მიიღებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები