7 წლის წინ დაწყებული მარნეულის ცენტრალური სტადიონის სამშენებლო სამუშაოები მთავრობის წარმომადგენლებმა მოინახულეს
მარნეულის ცენტრალური სტადიონის სამშენებლო სამუშაოები შვიდი წლის წინ დაიწყო. ქალაქის ცენტრში შენდება UEFA II კატეგორიის 2 000 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო მოედანი, რომლის სამშენებლო სამუშაოებიც ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 4 მაისს მოინახულეს. სტადიონის სამშენებლო სამუშაოების მოსანახულებლად მარნეულში რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი კარსელაძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე და ქვემო ქართლის სახელმიწფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღონია ჩამოვიდნენ. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სტადიონი მარნეულის მერმა ქენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა თანამშრომლებმა დაათვალიერეს.

მარნეულის მერიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სტადიონის კომპლექსში მოეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები და სხვა სამეურნეო სათავსები.

„დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანების და სახანძრო სისტემები, მოეწყობა სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისათვის.
სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.“ - აღნიშნულია მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში

მარნეულის ცენტრალური სტადიონის მშენებლობის პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელება, რომლის ღირებულებაც 8.1 მილიონი ლარია.

მარნეულის ცენტრალური სტადიონის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2023 წლის დეკემბერამდე იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ სტადიონისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მარნეულის მუნიციპალიტეტმა ჯერ კიდევ 2016 წელს შეადგინა, რაშიც 150 000 ლარი დახარჯა, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტაცია განახლებას საჭიროებდა, რადგან 2017 წლიდან საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ახალი ტექნიკური რეგლამენტი შევიდა ძალაში. 2019 წელს საპროექტო-საღარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვილიება შევიდა რის შემდეგაც სამუშაოებისათვის პირველი ტენდერი გამოაცხადეს, რომელიც სწორედ შეცვლილი/შესწორებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამო ჩაიშალა.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები