ევროპის ჩემპიონატზე კრივში მარნეულელი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას
ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის , მარნეულელმა ოთარ ნავერიანმა პირველი ორთაბრძოლა წარმატებით დაასრულა, როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის სპირტულ სკოლაში ამბობენ, ჩემპიონატზე ნავერიანი 75 კგ წონით კატეგორიაში იღებს მონაწილეობას.

,, ოთარ ნავერიანმა, პირველი ორთაბრძოლა წარმატებით დაასრულა, მან დაამარცხა მოკრივე ისრაელიდან და გადავიდა შემდეგ ეტაპზე, მომდევნო შეხვედრა გაიმართება თუმცა, ზუსტი დრო ჯერ ჩვენთვის უცნობია". - გვითხრეს სპორტულ სკოლაში

2022 წლის ევროპის ჩემპიონატი 21 მაისიდან 31 მაისამდე გაგრძელდება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.


გარეკანის ფოტო აღებულია მარნეულის სპორტული სკოლის ფეისბუქ გვერდიდან

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები