მარნეულელმა მშილდოსანმა გოგოებმა კვიპროსში გამართულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
მარნეულელმა მშვილდოსანმა გოგოებმა საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს. სალომე ხარშილაძემ აფროდიტეს თასის მეექვსე გათამაშებაში მშვილდოსნობაში 21 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა და ტურნირის ჩემპიონი გახდა, ხოლო თამთა ნავერიანმა 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ვიცე ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა.

პირად ჩათვლებთან ერთად მარნეულელმა გოგოებმა წარმატებით იასპარეზეს გუნდურ შეჯიბრშიც.

შერეულ წყვილთა ასპარეზობაში ოქროს მედალი მოიპოვეს თამთა ნავერიანმა და სანდრო მაჭავარიანმა. ვერცხლის მედალის მფლობელები გახდნენ სალომე ხარშილაძე და თემურ მაკიევმი. აღსანიშნავია, რომ სალომე ხარშილაძე და თამთა ნავერიანი, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ნაკრების წევრები და მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი წარმატებული სპორტსმენები არიან. მათთვის 2022 წელი წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა. სალომემ და თამთამ მიმდინარე წელს არაერთი ეროვნული და საერთაშორისო ტურნირის ჯილდოები მოიპოვეს“. - აღნიშნულია მარნეულის სპორტული სკოლის განცხადებაში

2-6 ნოემბერს, კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში გამართულ აფროდიტეს თასის მეექვსე გათამაშებაში მშვილდოსნობაში 15-მდე ქვეყნის სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. საქართველოდან ტურნირს სულ 6 მონაწილე შეუერთდა, მათ შორის იყვნენ სალომე ხარშილაძე და თამთა ნავერიანი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები