გარდაბნელი სპორტსმენი პირველ პროფესიონალიურ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას
გარდაბნელი კიკბოქსერი ოზჯან ახმედოვი თურქეთის ქალაქ იზმირში დაგეგმილ “Ümit Fight Arena 4 Kickboxing” შეჯიბრზე მიიღებს მონაწილეობას. 2022 წლის 17 დეკემბერს დაგეგმილ შეჯიბრში ის პირველ პროფესიონალურ მატჩს გამართავს. ოზჯანის მწვრთნელი ისფაჰან ალიევი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მას სჯერა სპორტსმენის და იმედოვნებს რომ ის გამარჯვებით დაბრუნდება სამშობლოში.

ოზჯან ახმედოვი კიკბოქსინგზე ხუთგზის საქართველოს ჩემპიონია. 2019 წელს გერმანიის ქალაქ ნორდჰორნში ჩატარებულ მოზარდებს შორის შეჯიბრზე პირველი ადგილი დაიკავა და WFMC-ზე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ამასთანავე ამ წლის 1-6 ნოემბერს თურქეთის ქალაქ ანტალიაში ჩატარებული “World Martial Arts Championship 2022” შეჯიბრზე ოზჯან ახმედოვმა დიდებს შორის ჩატარებულ K1 სახეობაში ჩემპიონი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ოზჯან ახმედოვი გარდაბანში მოქმედი კლუბის ყარაჯალარის სპორტსმენია. მისი მწვრთენლი კი ისფაჰან ალიევია.

Print ელ. ფოსტა
თეგები: Gürcüstan İdman Kikboks
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები