მარნეულემაი სპორტსმენებმა ქუთაისში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა (ვიდეო)
მარნეულში მოქმედი „სპორტული სკოლა ოლიმპის“ მოზარდებმა 16-18 დეკემბერს ქალაქ ქუთაისში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე მიიღეს მონაწილეობა. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი თეიმურაზ აფხაზავას სახელობის მოზარებსა და ახალგაზრდებს შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩატარებულ შეჯიბრს მარნეულიდან 6 სპორტსმენი შეუერთდა. მათგან 3 მოზარდი, 3 კი ბავშვი იყო.
სპორტული სკოლა ოლიმპის მთავარი მწვრთნელი თაბრიზ ბაღმანოვი რადიო „მარნეულთან“ საუბირსას აცხადებს, რომ ისინი ამ შეჯიბრისათვის საკმაოდ კარგად მოემზადნენ.

„ჩვენ მასწავლებლები თითოეულ მოსწავლეს ინდივიუალურად ვეკიდებით. მომზადების პროცესი კარგად ჩატარდა. შეჯიბრიც ძლიერი იყო. პირველად იყო რომ საერთაშორისო ტუნირზე მივიღეთ მონაწილეობა. სპორტული სკოლა ოლიმპის მოზარდმა ჰუსეინ მანსუროვმა 4 შეხვედრა ჩაატარა. მათგან სამში გაიმარჯვეს და ფინალში გამოვიდნენ. ფინალში კი უნგრეთის სპორტსმენთან დამარცხდა, ვერცხლის მედალი მიიღო. ასეთ შეჯიბრებებზე მიღებული მედლები აჩვენებს რომ ჩვენ მიზნებისკენ ვდგამთ ნაბიჯებს. ჩვენი მიზანი ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონის აღზრდაა“, - აცხადებს თაბრიზ ბაღმანოვი

ჩემპიონატი 2006-2008 და 2009-2011 წელს დაბადებულებს შორის ჩატარდა. შეჯიბრზე 400-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილოება. სპორტსმენების მწვრთნელი ელშან გოჯაევის თქმით, მათმა სპორტსმენებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრზე.

„შეჯიბრზე ჰუსეინ მანსუუროვი, ნიზამი კასუმოვი, ნასირ ბაირამოვი, იმრან ბაირამოვი, მანსურ ბაირამოვი, იბრაჰიმ ალლაზოვი იყვნენ წასულები. საერთაშორისო ტურნირზე პირველად მნაწილე გუნდმა კარგი შედეგები აჩვენა. სპორტსმენის გამოცდილებას შეჯიბრებები ზრდის. ყველა შეჯიბრი სხვა გამოცდილებაა. შეჯიბრზე ჩვენი მოსწავლე პატარა შეცდომის გამო ფინალში ვერ გამოვიდა. ჩვენ საერთოდ ყველა მოსწავლის შეხვედრას ვაანალიზებთ“, - ამბობს ელშან გოჯაევი

ტურნირზე საქართველოს სპორტსმენებთან ერთად თურქეთის, უკრაინის, ლატვიის, უნგრეთის და სხვა საერთაშორისო მოჭიდავეებმა მიიღეს მონაწილეობა. მარნეულელი სპორტსმენი ჰუსეინ მანსუროვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მისი მოწინააღმდეგები ძლიერები იყვნენ, მაგრამ ის გამარჯვებისათვის ასპარეზობდა.

„პირველი ორ მოწინააღმდეგეს დროზე ადრე მოვუგე 9-0 და 10-0. ნახევარფინალზე მიღების უფლება მოვიპოვე. ნახევარფინალზე მოწინააღმდეგე 3-1 ანგარიშით დავამრცხე, გავიამრჯვე. ამით ფინალში გავედი. ფინალში მოწინააღმდეგე უნგრელი სპორტსმენი იყო. პირველ ნაწილში გავიმარჯვე, მაგრამ მეორე ნაწილში შეცდომა დავუშვი და დავმარცხდი. ტურნირი მეორე ადგილზე გასვლით დავასრულე. ყველა შეჯიბრი გამოცდილებაა. სხვა ქვეყნების სპორტსმენებთან შეხვედრამ, მათთან ჭიდაობამ გამოცდილება მოგვმატა. ყველას ვუხდი მადლობას ვინც მხარი დამიჭირა. ჩემი მიზანი ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონობაა. მე ამას გავაკეთებ“, - ამბობს ჰუსეინ მასნუროვი.

ტურნირის ბოლოს გამარჯვებულებს მედალი, დიპლომი და თასები გადასცეს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები