მარნეულელი სალომე ხრაშილაძე მშვილდოსნობაში საქართველოს ვიცე ჩემპიონი გახდა
სალომე ხარშილაძე მშვილდოსნობაში საქართველოს ვიცე ჩემპიონი გახდა. მარნეულის მუნიციპალიტეტმა მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს 20-22 იანვარს, უმასპინძლა. სპორტული ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ორგანიზებით, ” აზერბაიჯან ჰაუსის” სპორტულ დარბაზში გაიმართა. როგორც რადიო „მარნეულს“ სალომე ხარშილაძემ უთხრა აღნიშნული ჩემპიონატი მისი კარიერული წინსვლის ერთ-ერთი წინაპირობაა და შეჯიბრისათვის აქტიურად ემზადეობდა.



„ ეს ჩემპიონატი ჩატარდა დიდების კატეგორიაში. მონაწილეობას ვიღებდით 24 გოგო . ეს შეჯიბრება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ შეჯიბრით უნდა შეერჩიათ ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები ან ვინ წავიდოდა გოგოებიდან ევროპის ჩემპიონატზე. საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო , ვინაიდან 3 გოგოს და 3 ბიჭს შეეძლო მხოლოდ მოხვედრა. ამ შეჯიბრებისთვის უკვე წინა შეჯიბრებიდან დავიწყე მზადება, რადგან თავი კარგად წარმომეჩინა“ - თქვა სალომე ხარშილაძემ.


საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

გოგოები:
პირველი ადგილი: ციკო ფუტკარაძე
მეორე ადგილი: სალომე ხარშილაძე
მესამე ადგილი: თეო კუტალაძე


ბიჭები
პირველი ადგილი: მირიან წულუკიძე
მეორე ადგილი: ბექა გუგეშაშვილი
მესამე ადგილი: ანრი ბასილაძე



აღსანიშნავია, რომ სალომე ხარშილაძე მარნეულის სპორტული სკოლის აღსაზრდელია, მისი პირადი მწვრთნელი გიორგი გორდეზიანია.

ფოტოები: მარნეულის სპორტული სკოლა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები